თბილისში, საცხოვრებელ სახლში აფეთქება მოხდა

აფეთქება მოხდა თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივმა აირმა გამოიწვია. ჩამოშლილია საცხოვრებელი სახლის წინა ფასადის კედელი.