ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსი ლაზარე (სამადბეგიშვილი) გარდაიცვალა. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ეპისკოპოსს კორონავირუსთან ერთად თანმხლები დაავადებები ჰქონდა.

ეპისკოპოსი დღეს დილით გარდაიცვალა. მას სიმსივნე ჰქონდა.

ბოლო დღე-ღამეში 41 ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა ბორჯომისა და ბაკურიანის ეპისკოპოსის მონაცემები ხვალინდელ სტატისტიკაში აისახება.