ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებენ

ვარლამ ლიპარტელიანი

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრები ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ), ლევან მატიაშვილი და გურამ თუშიშვილი (ორივე +100 კგ) პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალამდე მივიდნენ. იქ კი ოთხივე დამარცხდა და რეპეშაჟის ფინალში გადაერთნენ.

ფინალური ბლოკის შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად ღვინიაშვილი ესპანეთის სახელით მოჭიდავე ნიკოლოზ შერაზადიშვილს დაუპირისპირდება, ლიპარტელიანი - პორტუგალიელ ჟორჟე ფონსეკას, მატიაშვილი - ავსტრიელ სტეფან ჰეგის, ხოლო თუშიშვილი - ჩეხ ლუკაშ კრპალეკს.