გიორგი ანჯაფარიძე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

გიორგი ანჯაფარიძე

სოხუმის საფეხბურთო კლუბ „დინამოს“ ნახევარმცველი გიორგი ანჯაფარიძე ოკუპირებული აფხაზეთის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

რადიო „ეხო კავკაზას“ ცნობით, ასეთი შედეგი აჩვენა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით ჩატარებულმა გამოკითხვამ.

მეორე ადგილი წილად ხვდა კლუბ „ნართის“ ნახევარმცველ ნაურ წვინარიას, მესამე - „რიწის“ ნახევარმცველ ვიქტორ პიმპიას.

დე ფაქტო აფხაზეთის საუკეთესო მწვრთნელად სოხუმის „დინამოს“ მწვრთნელი, თემურ ახბა დასახელდა.