აჭარასა და გურიას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება

28 ნოემბერს, დილიდან, აჭარასა და გურიას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება. როგორც კომპანია „სოკარში“ აცხადებენ, დაზიანებულია მაგისტრალური მილსადენი. მათი თქმით, დამატებითი დეტალების შესახებ ინფორმაციას გაავრცელებს გაზის გადამზიდი კომპანია.

ბათუმში თხევადი გაზის გასამართ ობიექტებზე დილიდან რიგებია.

რადიო თავისუფლება დეტალების დაზუსტებას ცდილობს.