ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 3 216 ახალი შემთხვევიდან ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი კვლავ თბილისზე მოდის. შემდეგ ადგილზეა იმერეთი.
რეგიონების მიხედვით, შემთხვევების რაოდენობა ასე გადანაწილდა:
- თბილისი 1 622;
- აჭარა - 313;
- იმერეთი - 517;
- ქვემო ქართლი - 187;
- შიდა ქართლი - 82;
- გურია - 19;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 160;
- კახეთი - 161;
- მცხეთა-მთიანეთი - 77;
- სამცხე-ჯავახეთი - 74;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 135 584 შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 937-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 113 986.
ბოლო 24 საათში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 37 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 267-მდე გაიზარდა.