დღეს, გუშინდელთან შედარებით, იმერეთში კორონავირუსი 150-ით მეტ ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში გამოვლენილი 4 734 ახალი შემთხვევიდან უმრავლესობა კვლავ თბილისიდანაა. დღეს გუშინდელთან შედარებით ინფიცირების მაჩვენებელი საქართველოში 61-ით გაიზარდა. ზრდა იყო იმერეთშიც. ბოლო 24 საათში ვირუსი 150-ით მეტ პირს დაუდასტურდა.

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე გადანაწილდა:

  • თბილისში - 1 637;
  • აჭარაში - 489;
  • იმერეთში - 823;
  • ქვემო ქართლში - 372;
  • შიდა ქართლში - 381;
  • გურიაში - 93;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთში - 377;
  • კახეთში - 328;
  • მცხეთა-მთიანეთში - 143;
  • სამცხე-ჯავახეთში - 73;
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 18.

გასულ 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4 734 შემთხვევით, თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 174 383 შემთხვევა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 3 895-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 145 287.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 38 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 1 614-მდე გაიზარდა.