თეთრიწყაროში ქმარმა ცოლი მოკლა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გამთენიისას მკვლელობა მოხდა - არსებული ინფორმაციით, ქმარმა ცოლი მოკლა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.