გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 39 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 094 -მდე გაიზარდა.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, გასულ 24 საათში ჩატარებული 9 812 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1 731 შემთხვევა.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 208 638-შემთხვევა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში 4 599-ით გაიზარდა კორონავირუსისგან განკურნებულთა რიცხვი. სულ გამოჯანმრთელებულია 180 441-მდე.
24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა დეკემბერში:
· 1 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3759. გარდაცვლილი 36;
· 2 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4033. გარდაცვლილი 39;
· 3 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4260, გარდაცვლილი 45;
· 4 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5068. გარდაცვლილი 38;
· 5 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 5450. გარდაცვლილი 37;
· 6 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4321. გარდაცვლილი 42;
· 7 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2501. გარდაცვლილი 36;
· 8 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4673. გარდაცვლილი 36;
· 9 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4734. გარდაცვლილი 38;
· 10 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4570. გარდაცვლილი 43;
· 11 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 4146. გარდაცვლილი 37;
· 12 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3907. გარდაცვლილი 50;
· 13 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2720. გარდაცვლილი 46;
· 14 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 1337. გარდაცვლილი 49;
· 15 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3837. გარდაცვლილი 44;
· 16 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 3487. გარდაცვლილი 39;
· 17 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2981. გარდაცვლილი 31;
· 18 დეკემბერი - ახალი შემთხვევა 2635. გარდაცვლილი 49.
· 19 დეკემბერი -ახალი შემთხვევა 2904, გარდაცვლილი 53
· 20 დეკემბერი -ახალი შემთხვევა 1731, გარდაცვლილი 39.