24 დეკემბრიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დიდ ქალაქებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ამუშავდება. გარდა ამისა, კვლავ არ იმუშავებს ქვეყანაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

აკრძალვა კვლავ არ გავრცელდება ტაქსებსა და პირად მანქანებზე. ტაქსიში კვლავ სავალდებულო იქნება პირბადის ტარება და არ დაიშვება ორ პირზე მეტის გადაყვანა.

დიდ ქალაქებში შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს. ამ დროიდან თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერდა და საქალაქთაშორისო მიმოსვლა შეწყდა.

ასევე ნახეთ დიდ ქალაქებში მოლები 24 დეკემბრიდან სპეციალური წესებით გაიხსნება