თბილისში წყლის ფასიც გაიზარდა

დენის ფასის გაზრდის შემდეგ თბილისში წყლის ფასიც გაიზარდა. მათთვის, ვინც მრიცხველს მოიხმარს, ფასთა შორის სხვაობა 17 თეთრია, ვინც "სულადობრივად", მრიცხველის გარეშე იხდის - 63 თეთრი. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ მიიღო. ახალი ტარიფი 1 იანვრიდან შევა ძალაში.

  • 1 მ3 წყლის მოხმარების საფასური 32,9 თეთრიდან 50 თეთრამდე იზრდება;
  • "სულადობრივი" გადასახადი - 3,89 ლარიდან 4,51 ლარამდე.

გარდა ამისა, ფასი გაიზარდა კომპანიებისთვისაც. კომპანიები ყოველ მოხმარებულ 1მ3 წყალზე 4,4 ლარის ნაცვლად 2,1 ლარით მეტს - 6,5 ლარს გადაიხიდიან.

ფასთა შორის სხვაობა უფრო მაღალი იქნებოდა, თუმცა სემეკმა არ გაითვალისიწნა შპს "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარდგენილი ხარჯების ნაწილი.

ასევე ნახეთ თბილისში დენი გაძვირდა