„ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, ღმერთს უყვარს ადამიანი" - ილია მეორემ საქართველოს შობა-ახალი წელი მიულოცა

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ შობა-ახალი წელი მიულოცა საქართველოს.

„ჩვენ ვთხოვთ უფალს მშვიდობას, სიხარულს. ეს ცხოვრება ცვალებადია. ჩვენ იმედით ვუყურებთ მომავალს, ღმერთს უყვარს ადამიანი, ადამიანის მოქმედება უნდა იყოს სათნო, კეთილი“, - აცხადებს ილია მეორე.

პატრიარქმა თქვა: „ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, არ უნდა დავუმძიმოთ ჯვარი. გილოცავთ ახალ წელს და ქრისტეშობის დღესასწაულს, იმედი არ უნდა დავკარგოთ, ჩვენთან არს ღმერთი!“