საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის და გადაუდებელი დახმარების ცენტრი იტყობინება, რომ 2020 წლის 31 დეკემბერსა და 2021 წლის 1 იანვარს, საქართველოს მასშტაბით, პიროტექნიკით დაზიანების 51 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, ჰოსპიტალიზირებული იყო 36 ადამიანი.
შემთხვევები ასე გადანაწილდა:
თბილისი - 36 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 27.
რეგიონები - 15 პაციენტი, მათ შორის, ჰოსპიტალიზებული - 9.