შემოქმედის ეპარქიის ინფორმაციით, დღეს დილით, 07:00 საათზე ოზურგეთის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის საცხოვრებელი კომპლექსის მეორე სართულს ცეცხლი გაუჩნდა. დამწვარია სენაკები სრულად.
"მადლობა ღმერთს, არავინ დაზარალებულა", - ვკითხულობთ შემოქმედის მიტროპოლიტის, იოსების "ფეისბუკზე" გავრცელებულ განცხადებაში.
ეპარქიის გავრცელებულ ფოტო- და ვიდეომასალაში ჩანს, რომ განადგურდა სენაკები, დაიწვა ხატები და საყოფაცხოვრებო ნივთები.