კორონავირუსით ტყიბულისა და თერჯოლის დეკანოზი გარდაიცვალა

ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი კორონავირუსით გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

"მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ", - ვკითხულობთ განცხადებაში.

დეკანოზს დღეს, 4 იანვარს კრძალავენ.

ბოლო 24 საათში საქართველოში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 2 628-მდე გაიზარდა.