მაიკ პომპეო შეხვდა სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ჯო ბაიდენის კანდიდატს, ენტონი ბლინკენს

მაიკ პომპეო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო პარასკევს შეხვდა არჩეულ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის კანდიდატს სახელმწიფო მდივნის თანამდებობისთვის, ენტონი ბლინკენს. შეხვედრა მიზნად ისახავადა ხელისუფლების ცვლის პროცესისთვის ხელის შეწყობას.

პომპეომ ტვიტერში დაწერა, რომ ის ბლინკენს შეხვდა იმისთვის, რომ „ხელი შეუწყოს წესების დაცვით ხელისუფლების ცვლას და იმის უზრუნველსაყოფად, რომ უცხოეთში დაცულ იქნეს აშშ-ის ინტერესები.“

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა შეხვედრას „ძალიან პროდუქტიული“ უწოდა. მისი თქმით, სახელმწიფო მდივანი პომპეო და სახელმწიფო მდივნობის კანდიდატი ბლინკენი განაგრძობენ თანამშრომლობას გარდამავალ პერიოდში.