ბელარუსში საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები „ფლეშ-მობის“ ტაქტიკას მიმართავენ პოლიციის ძალადობის თავიდან ასაცილებლად

ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები გრძელდებოდა 9 იანვარს, როცა დემონსტრანტები 1918 წლის თეთრ-წითელი, აკრძალული, დროშებით მოძრაობდნენ პარკებში და საცხოვრებელ არეალებში ქვეყნის ქალაქებში და მოითხოვენ ავტორიტარი მმართველის, ლუკაშენკას გადადგომას და იმ პირების დასჯას, რომლებიც პასუხიმგებელი არიან დემონტრაციების ძალით ჩახშობისა და ათასობით ადამიანის დაპატიმრებისთვის.

აგვისტოს შემდეგ ბელარუსის ქალაქებში არ წყდება დემონსტრაციები, რომლებიც მოჰყვა საპრეზიდენტო არჩევნებს. არჩევნების შედეგი, როცა თავი პრეზიდენტად გამოაცხადა ალექსანდრ ლუკაშენკამ, არ აღიარა ოპოზიციამ, ასევე დასავლეთის ქვეყნებმა, რომლებიც თვლიან, რომ კენჭისყრა გაყალბდა.

რათა პოლიციის მხრიდან დაპატიმრება და ძალადობა აირიდონ თავიდან, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეებმა მიმართეს „ფლეშ-მობის“ ტაქტიკას, როცა მცირე ჯგუფები შეთანხმების ადგილზე იკრიბებიან უშუალოდ დათქმულ დროს, ბოლო წუთში. ისინი არ აწყობენ დიდ დემონსტრაციებს ქალაქის ცენტრში, არამედ უფრო მცირე მასშტაბის თავყრილობებს მართავენ.

დიდი საპროტესტო გამოსვლები, როცა ათეულ ათასობით ადამიანი იკრიბებოდა, ლუკაშენკოს უშიშროების ძალებისთვის იოლ სამიზნეს წარმოადგენდა.