ბოლო 24 საათში პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის 773, ღამით გადაადგილებისთვის კი 104 ადამიანი დააჯარიმეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო რეგულაციების დარღვევის 877 ფაქტი. 773 მოქალაქე პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის დააჯარიმეს. 104 —21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის წესის დარღვევისთვის.

პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის ჯარიმა 20 ლარია. იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევისთვის — 2 000.