"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევის მიხედვით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიებს ფული მინიმუმ 29 მაჟორიტარმა კანდიდატმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა შესწირეს. ამ ჩამონათვალში მოხვდნენ "ქართული ოცნების", ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" და "პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი კანდიდატები. 2020 წლის პირველი იანვრიდან 17 ნოემბრამდე, კანდიდატებისგან ყველაზე დიდი შემოწირულება მმართველმა პარტიამ მიიღო.
ასევე ნახეთ
მილიონერი პარლამენტარები "ქართული ოცნებიდან"ასევე ნახეთ
მილიონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიციიდანასევე ნახეთ
რა ქონებას ფლობენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით პარლამენტში შესული ბიზნესმენებიკვლევის მიხედვით:
- "ქართულ ოცნებას" თანხა 30 კანდიდატიდან 7-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) 1 035 000 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 5% იყო. შვიდივე მაჟორიტარი კანდიდატი მსხვილი ბიზნესმენია და სხვადასხვა ფორმით მთლიანობაში 127 კომპანიასთან არის დაკავშირებული. ეს მაჟორიტარები არიან: ზაალ დუგლაძე, ანტონ ობოლაშვილი, გოჩა ენუქიძე, ზაზა ლომინაძე, ირაკლი ხახუბია, დავით სონღულაშვილი და ვასილ ჩიგოგიძე. "იყო ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ერთი მაჟორიტარი კანდიდატის ბიზნესპარტნიორები ერთსა და იმავე დღეს, ერთსა და იმავე ოდენობის თანხას სწირავდნენ პარტიას";
ასევე ნახეთ
კომპანიის მფლობელებმა, რომელიც სახელმწიფოს მილიონიან ტენდერებს იგებენ, "ქართულ ოცნებას" 120 ათასი ლარი შესწირეს- ბლოკის "ნაციონალური მოძრაობა" - "ძალა ერთობაშია" 25 მაჟორიტარი კანდიდატიდან 15-მა (მათი ოჯახის წევრებისა და ბიზნესპარტნიორების ჩათვლით) ბლოკში შემავალ პარტიებს 565 670 ლარი შესწირეს, რაც ამ პერიოდში პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების 10%-ია. ამ თანხიდან 105,000 ლარი ერთსა და იმავე დღეს – 8 ოქტომბერს შესწირა მაჟორიტარ კანდიდატ მურთაზ ზოდელავას ოთხმა ბიზნესპარტნიორმა (დიმიტრი ძაგნიძე, გიორგი ჩივიაშვილი, გიორგი გელხაური და ბექა ბასილაია);
ასევე ნახეთ
ოქრიაშვილის ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა "ნაციონალურ მოძრაობას" 400 ათასზე მეტი შესწირეს- "პატრიოტთა ალიანსის" 29 მაჟორიტარი კანდიდატიდან 7-მა საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვის განმავლობაში პარტიას 421 990 ლარი შესწირა, რაც 2020 წლის 1 იანვრიდან პარტიის მიერ მთლიანად მიღებული შემოწირულებების დაახლოებით 23 პროცენტია. ამ თანხიდან 185 000 ლარი ოთხმა მაჟორიტარმა კანდიდატმა (იოსებ შატბერაშვილი, კახაბერ ძაგანია, პაატა ჯიბლაძე, არჩილ ბენიძე) ერთსა და იმავე დღეს – 10 სექტემბერს შესწირა პარტიას.
ასევე ნახეთ
ერთ დღეში "პატრიოტთა ალიანსმა" 420 ათასი ლარის შემოწირულება მიიღოწინასაარჩევნო პერიოდში 9 პოლიტიკურმა პარტიამ, რომელმაც 31 ოქტომბრის არჩევნებში 1-პროცენტიანი ბარიერი გადალახა, 37,9 მილიონ ლარამდე დახარჯა. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა "ქართულმა ოცნებამ", ყველაზე ცოტა კი "გირჩმა" - 1 სექტემბრიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით გაწეულ ხარჯებზე მონაცემები მათ აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილ დეკლარაციაში ასახეს.
ასევე ნახეთ
რა დაუჯდათ 1 ხმა და 1 ერთი მანდატი პარტიებს 2020 წლის არჩევნებზე