კორონავირუსის 1 006 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი ისევ თბილისიდანაა. ეს შედეგი ქვეყანაში ჩატარებულმა 17 349-მა ტესტმა გამოავლინა.
რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:
- თბილისი - 426,
- აჭარა - 23,
- იმერეთი - 202,
- ქვემო ქართლი - 49,
- შიდა ქართლი - 79,
- გურია - 17,
- სამეგრელო-ზემო სვანეთი - 98,
- კახეთი - 69,
- მცხეთა-მთიანეთი - 22,
- სამცხე-ჯავახეთი - 15,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 6.
საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 25 პაციენტი.
ბოლო 24 საათში 1 050-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 254 822 შემთხვევა. მათგან 244 446 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3 096 ადამიანი.