ორი რუსი ჩოგბურთელი სამუდამო დისკვალიფიკაციით დასაჯეს

რუსი ჩოგბურთელები სოფია დმიტრიევა და ალია მერდეევა საერთაშორისო შეჯიბრებებში ვეღარასოდეს მიიღებენ მონაწილეობას, ვერც სპორტსმენის და ვერც მწვრთნელის რანგში. ჩოგბურთში კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სტრუქტურის -Tennis Integrity Unit-ის ინფორმაციით, სამუდამო დისკვალიფიკაციის მიზეზი ჩაწყობილ თამაშებში მონაწილეობაა.

გამოძიების მტკიცებულებებით, მერდეევა - ორ უკანონო გარიგებაში მონაწილეობდა. ორივე შემთხვევაში დმიტრიევასთან ერთად გავიდა კორტზე, წყვილთა შორის. თავად დმიტრიევას კი ექვს გარიგებულ შეხვედრაში მონაწილეობაზე ედავებიან. ამასთან, მის ბრალდებას დაემატა ისიც, რომ გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.