გაბუნიას თქმით, საქართველოში Pfizer-ის წარმოებული Covid-19 ვაქცინის 29 250 ერთეული შემოვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოს Covid-19-ის ვაქცინის 29 250 ერთეული თებერვლის მეორე ნახევრიდან თვის ბოლომდე შემოვა. მისი თქმით, ეს იქნება Pfizer-ის წარმოებული.

"ეს განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის ფეროს მუშაკებისთვის. ჯანდაცვის სფერო გახლავთ პირველი პრიორიტეტი. შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი უკვე ცნობილი ვაქცინების მობილიზება მოხდება, "ფაიზერის" ვაქცინას დაემატება "ასტრაზენეკაც", - თქვა მინისტრის მოადგილემ.

"ფაიზერით" სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის დიდ კლინიკებში იგეგმება.

ასევე ნახეთ ცნობილია Covid-19-ის ვაქცინაციის დანერგვის გეგმა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ამ განცხადებას წინ უსწრებდა პრემიერის, გიორგი გახარიას ფეისბუკპოსტი. ის საქართველოს მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადჰანო ღებრეიესუსს მადლობას უხდიდა.

ასევე ნახეთ გახარია: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზა საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

"ფაიზერით" ვაქცინის შესანახად აუცილებელია -80 გრადუსზე მომუშავე მაცივარი.