ბათუმში დააკავეს საპროტესტო მსვლელობის 11 მონაწილე

აქცია "კომენდანტის საათის” გაუქმების მოთხოვნით თბილისში

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში ბრალდებით 11 პირი დააკავეს სამართალდამცველების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის. უწყების განცხადებით, მოქალაქეები, რომლემაც დაწესებული რეგულაციები დაარღვიეს, პოლიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილი.

დღეს ბათუმში, გმირთა ხეივანში ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. დაკავებულია არასამთავრობო ორგანიზაცია "ალტერნატივას" ხელმძღვანელი ხათუნა ბერიძე და კიდევ რამდენიმე პირი. ისინი გმირთა ხეივანში მსვლელობას აწყობდნენ და ე.წ.“კომენდანტის საათის” დაწესებას აპროტესტებდნენ.

ანალოგიური აქცია გაიმართა დღეს საქართველოს დედაქალაქში. ისინი აპროტესტებენ 21:00 საათის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვისთვის დაწესებულ რეგულაციას და მის მოხსნას მოითხოვენ.