ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 7 თებერვალი გამოაცხადა ბელარუსის სოლიდარობის დღედ და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ბელარუსის ყველა მეგობარს, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ბელარუსის ავტოკრატი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს.
ციხანოუსკაიას განცხადებით, 9 აგვისტოს „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ, „ბელარუსები მტკიცედ და ქედუხრელად ითხოვენ დემოკრატიასა და თავისუფლებას, რეჟიმის მხრიდან უკანონობის მიუხედავად“.
რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, სოლიდარობის აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა.
Today we mark the Day of Solidarity with Belarus. Latvia stands together with Belarus people in their legitimate demands for fundamental freedoms and democracy, free and fair elections. #StandWithBelarus
— Krišjānis Kariņš (@krisjaniskarins) February 7, 2021
ასევე, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა და კვლავ მოუწოდა ბელარუსის ხელისუფლებას პოლიტიკური კრიზისის „მშვიდობიანი დიალოგით“ გადაჭრისკენ.
ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა ადამიანებს, რომ სოლიდარობის დღეს გამართონ მსვლელობები, გამოხატონ მხარდაჭერა სოციალური მედიის საშუალებით, გაუგზავნონ წერილები პოლიტპატიმრებს და ღამით თეთრ-წითელი ფერებით გაანათონ სახლის ფასადები.
Today we mark the Day of Solidarity with Belarus. Latvia stands together with Belarus people in their legitimate demands for fundamental freedoms and democracy, free and fair elections. #StandWithBelarus
— Krišjānis Kariņš (@krisjaniskarins) February 7, 2021
ბელარუსში 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როცა ოფიციალური მონაცემებით, ლუკაშენკამ გაიმარჯვა, არ წყდება საპროტესტო გამოსვლები, რომელთა მონაწილეები მის გადადგომას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და იმ პირების დასჯას ითხოვენ, ვინც პასუხისმგებელია მშვიდობიანი აქციების ჩახშობისთვის.
ოპოზიცია და დასავლეთი ლუკაშენკას არ აღიარებენ პრეზიდენტად.