შსს-მ გამოძიება დაიწყო 11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობის ვიდეოს გავრცელების შემდეგ

დღეს, 8 თებერვალს, სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეომასალის საფუძველზე, რომელშიც ასახულია 11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობა, შსს-მ გამოძიება დაიწყო.

განცხადების თანახმად, „შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარმა სამმართველომ ვიდეომასალის გავრცელებისთანავე მოახდინა მყისიერი რეაგირება და გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს".

როგორც შსს მიუთითებს, ვიდეომასალაში აღბეჭდილი გარემოებების დადგენის მიზნით, სისხლის სამართლის საქმეზე ტარდება ყველა რელევანტური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.