„ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება უნდა იყოს განხილული, როგორც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, - ნათქვამია ევროპარლამენტის ერთ-ერთი უდიდესი ფრაქციის „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ტვიტერით გავრცელებულ განცხადებაში.
#Georgia could be a leading country in the region but returns to persecution of political opponents, selective justice & instrumentalized judiciary. Snap elections & resumption of a dialogue between the government & the opposition should be considered a way out of the situation.
— EPP (@EPP) February 18, 2021
EPP-ი წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლება გამოსავლისა და კომპრომისის ძიების ნაცვლად, ნიკა მელიას დაპატიმების გადაწყვეტილებით პოლიტიკური კრიზისის კიდევ უფრო გარღმავებაზე წავიდა.
„საქართველო, რომელიც მოწინავე ქვეყანა შეიძლებოდა ყოფილიყო რეგიონში, უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით მართლმსაჯულებას და სასამართლო სისტემის ინსტრუმენტად გამოყენების პრაქტიკას“, - ნათქვამია "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.