სამთო-სათხილამურო კურორტებზე სასტუმროები ხვალიდან იხსნება

სამთო-სათხილამურო კურორტებზე არსებულ სასტუმროებს მუშაობის განახლება ხვალიდან შეეძლებათ. ამის შესახებ ახლად არჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, 8 მარტიდან ამ კურორტებზე აღდგება საბაგიროების მუშაობაც.

ასევე ნახეთ ცნობილია, რა შეზღუდვები მოიხსნება და როდიდან
ასევე ნახეთ ხვალიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება

მკაცრი შეზღუდვები, მათ შორის, სამთო-სათხილამურო კურორტებზე საქართველოში 28 ნოემბრიდან მოქმედებს.