სპორტული დარბაზები 15 მარტიდან გაიხსნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში მოქმედი სპორტული დარბაზები 15 მარტიდან შეძლებენ მუშაობის განახლებას - შესაბამისი რეგულაციების დაცვით.

როგორც ღარიბაშვილმა უწყებათაშორისი საკოორდინაცო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 1 მარტიდან განახლდება კონფერენციები და ტრენინგებიც.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მკაცრი შეზღუდვები საქართველოში 28 ნოემბრიდანაა დაწესებული.