თბილისში კორონავირუსის 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 373 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი, 177 თბილისზე მოდის. ქვეყანაში სულ 34 933 ტესტი ჩატარდა, დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი 1,07 %-ს შეადგენს. .

რეგიონების მიხედვით ინფიცირების მაჩვენებელი ასე ნაწილდება:

თბილისი - 177, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 14 პაციენტი. ამავე პერიოდში 542 -ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 270 510შემთხვევა. მათგან 264 589 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3499 ადამიანი.