საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, წყალბურთის კლუბმა თბილისის „დინამომ", ჩემპიონთა ლიგის წინასწარ ჯგუფურ ეტაპზე მეოთხე თამაში ჩაატარა და მესამედ წააგო.
ზურაბ რურუას გაწვრთნილი გუნდი ბუდაპეშტში 2 მარტს გამართულ შეხვედრაში ჯგუფის აუტსაიდერ „ჰანოვერს" დაუპირისპირდა და შვიდბურთიანი სხვაობით დამარცხდა - 3:10. სამი მეოთხედი ისე დასრულდა, ქართველმა წყალბურთელებმა ერთი გოლიც ვერ გაიტანეს. მხოლოდ ბოლო მეოთხედში შეძლეს მეტოქის კარის აღება.
3 მარტს „დინამოს“ გაცილებით ძლიერი მოწინააღმდეგე ელის, მასპინძელ „ფერენცვაროშის" სახით.