ჩეხეთი გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს სთხოვს დახმარებას COVID-19-თან გასამკლავებლად

ჩეხეთის რესპუბლიკა უცხოეთისგან ითხოვს დახმარებას COVID-19-თან გასამკლავებლად. მან გერმანიას, შვეიცარიასა და პოლონეთს მიმართა თხოვნით ამ ქვეყნებში სამკურნალოდ რამდენიმე ათეული ავადმყოფის გასაგზავნად. ამის შესახებ ჩეხეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო იტყობინება 5 მარტის პრესრელიზში.

სამინისტროს თანახმად, თხოვნის მიზეზი ისაა, რომ ბევრი საავადმყოფო უკვე ვეღარ ახერხებს პაციენტებისთვის მკურნალობის აუცილებელი სტანდარტების უზრუნველყოფას. სამინისტროს განცხადების თანახმად, ჯერჯერობით ჩეხეთს კონკრეტული პაციენტების საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაგზავნა არ მოუთხოვია.