საქართველოს სარაგბო ნაკრებმა პორტუგალია დაამარცხა

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის ახალი სეზონი და 2023 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ორწლიანი ციკლი მოგებით გახსნა. ლევან მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი ლისაბონში დაუპირისპირდა პორტუგალიის ნაკრებს და დაამარცხა ანგარიშით 29:16.

ქართველთაგან ლელოები გაიტანეს მოდებაძემ, ბრეგვაძემ, მელიქიძემ, მამუკაშვილმა და ჯალაღონიამ. ორი გარდასახვა მიითვალა მათიაშვილმა.

მეორე ტურის შეხვედრას ბორჯღალოსნები 14 მარტს, ისევ სტუმრად გამართავენ, ესპანეთის წინააღმდეგ.