სომხეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვართან დაძაბულობას უარყოფს

ფოტოარქივი: აზერბაიჯანელი სამხედროები სომხეთის საზღვართან 3 თებერვალი, 2021 წ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო უარყოფს, რომ ქვეყნის საზღვართან თურქულ-აზერბაიჯანული მძიმე ტქენიკაა თავმოყრილი.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სოციალური ქსელებით და სხვადასხვა მედიასაშუალებით ისევ ვრცელდება დეზინფორმაცია საზღვართან სროლის და მოწინააღმდეგის შეიარაღებული ძალების დიდი რაოდენობით თავმოყრის შესახებ. კერძოდ, ცნობები, რომ იჯევანის მახლობლად იმყოფება დიდი რაოდენობით თურქულ-აზერბაიჯანული მძიმე ტექნიკა და სომხეთის არმიის ტავუშის მესამე კორპუსში განგაში გამოცხადდა.

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო ყველას მოუწოდებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან.