რუსეთში გარდაიცვალა ალეუტური ენის ბერინგის დიალექტზე მოლაპარაკე უკანასკნელი ადამიანი

ვერა ტიმოშჩენკო

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ვერა ტიმოშჩენკო, რუსეთში ალეუტური ენის ბერინგის დიალექტზე მოსაუბრე ბოლო ადამიანი, რომელიც შორეული აღმოსავლეთის რეგიონ კამჩატკაზე ცხოვრობდა.

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ლინგვისტური კვლევების ინსტიტუტის დირექტორმა, ევგენი გოლოვკომ, 7 მარტს განაცხადა, რომ ტიმოშჩენკო 7 მარტს ბერინგის კუნძულზე, თავის მშობლიურ სოფელ ნიკოლსკოეში გარდაიცვალა.

„ალეუტური ენის ყველაზე ახლობელი ვარიანტი ალეუტის (აშშ) კუნძულზეა შემონახული. ატკის კუნძულზე ცხოვრობს ამ დიალექტზე მოლაპარაკე რამდენიმე ადამიანი, მაგრამ რუსეთში, რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, უკვე აღარავინ აღარ დარჩა, ვინც ამ ენაზე ლაპარაკობს. ხოლო ამერიკის ნაწილში შემორჩენილი დიალექტი ძალიერ განსხვავდება ბერინგული დიალექტისგან“, - განაცხადა გოლოვკომ.

თავად ტიმოშჩენკო იყო ალეუტური ენის, კულტურისა და ისტორიის სპეციალისტი, რომელიც ბოლო დრომდე უწევდა კონსულტაციებს რუს და უცხოელ მკვლევრებს.
ალეუტური ენა, ერთადერთი ენაა ესკიმოსურ-ალეუტურ ენათა განშტოებაში, რომელიც ალეუტის, პრიბილოვისა და კომანდორის კუნძულებისა და ალასკის ნახევარკუნძულის მკვიდრ მოსახლეობაში იყო გავრცელებული.

მეცნიერთა შეფასებით, ამჟამად დარჩენილია ალეუტური ენის აქტიური მატარებელი დაახლოებით 100-150 ადამიანი.