პოლიცია ეძებს 60 წლის ქალის გაუპატიურებაში ბრალდებულს

შსს-მ აბაშის მუნიციპალიტეტში 60 წლის ქალის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე, გაუპატიურების მუხლით.

წინასწარი ინფორმაციით ბრალდებული ადგილიდან მიიმალა.

„პოლიციას დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირის ვინაობა დადგენილი აქვს. მიმდინარეობს ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებები“, - განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.