ბორის ჯონსონმა თემთა პალატაში წარადგინა ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა 16 მარტს თემთა პალატაში ოფიციალურად წარადგინა ქვეყნის ახალი თავდაცვითი სტრატეგია 2030 წლამდე პერიოდისთვის.

დოკუმენტში სახელწოდებით „უსაფრთხოების, თავდაცვის, განვითარებისა და საგარეო პოლიტიკის კომპლექსური მიმოხილვა“ რუსეთი დასახელებულია ევროატლანტიკურ რეგიონში უსაფრთხოების ყველაზე მწვავე მუქარად.

მოსკოვისა და ჩინეთისთვის წინააღმდეგობის გასაწევად დოქტრინაში ნათქვამია, რომ გადახედულ უნდა იქნეს უახლოეს წლებში ბირთვული არსენალის შემცირების გეგმები. ახლა მისი 40%-ით გაზრდა იგეგმება 260 ერთეულამდე, იუწყება BBC.

რაოდენობის გაზრდა პირველად ხდება ცივი ომის დასრულების შემდეგ. გარდა ამისა, ვარაუდობენ, რომ ლონდონი მნიშვნელოვან სახსრებს დახარჯავს Dreadnought-ის კლასის ახალი ატომური წყალქვეშა ნავების შექმნაზე.

დიდი ბრიტანეთი აპირებს შეაკავოს და თავი დაიცვას ყველა მუქარისგან რუსეთის მხრიდან, მათ შორის - ნატოსთან ერთად. დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ ლონდონი აპირებს, მოსკოვს პასუხი აგებინოს საერთაშორისო წესებისა და ნორმების დარღვევისთვის.

გარდა ამისა, ბრიტანეთის საგარეო პოლიტიკის ფოკუსი გადაინაცვლებს ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებზე, რომლებიც დოკუმენტში „მსოფლიო განვითარების ძრავად“ მოიხსენიებიან. ლაპარაკია ასევე ლონდონის გადაწყვეტილება, მეტი ყურადღება დაუთმოს „სისტემატურ გამოწვევებს“ ჩინეთის მხრიდან.