თურქეთთან დამაკავშირებელი ხაზის გამორთვის გამო ქვეყნის უმეტეს ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდა

საქართველოს მასშტაბით, 00:00 საათის შემდეგ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში, ელექტრო ენერგიის მიწოდება დროებით შეწყდა. „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ფეისბუკ გვერდზე განცხადებას ავრცელებს:

"საქართველოსა და თურქეთის ენერგოსისტემების დამაკავშირებელი 400 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის „მესხეთი“ გამორთვის გამო, შეწყდა თურქეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი და ენერგომომარაგება შეეზღუდა ქვეყნის უმეტეს ნაწილს. ამ ეტაპზე ხორციელდება მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის აღდგენა.

„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ბოდიშს უხდის მომხმარებელს შეფერხების გამო. "- წერია განცხადებაში