აჭარის 4 მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია შეჩერდა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შეჩერდა აჭარის რეგიონის 4 მუნიციპალიტეტში - ხულოში, ქედაში, შუახევსა და ხელვაჩაურში. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში მიზეზს არ ასახელებენ და ამბობენ, რომ განმარტებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

სავარაუდოდ მიზეზია, შესაძლო გვერდითი მოვლენების მართვისას პოტენციური რისკების პრევენცია.

ასევე ნახეთ ახალციხის კლინიკაში, სადაც 28 წლის მეგი ბაქრაძეს ვაქცინა გაუკეთეს, რეგულირების სააგენტო შევიდა

აჭარის რეგიონში ვაქცინაცია გრძელდება ბათუმსა და ქობულეთში. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 15 მარტიდან აჭარაში "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა ჯანდაცვის სფეროს 330 თანამშრომელი.