NDI-ს კვლევით, შემცირებულია მათი რიცხვი, ვინც ფიქრობს, რომ საქართველო სწორად ვითარდება

აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის(NDI) კვლევით, გამოკითხულთა უმეტესობა, 44% ფიქრობს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. საპირისპირო აზრი აქვს 25%-ს. გამოკითხულთა 22% მიიჩნევს, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

წინა, 2020 წლის დეკემბრის გამოკითხვით, 32% ფიქრობდა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 38%-ის აზრით კი - არასწორი მიმართულებით

NDI-ის დაკვეთით სატელეფონო გამოკითხვა 2021 წლის 17-24 თებერვალს ჩაატარა "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა". გამოიკითხა 2024 რესპონდენტი. საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.4%.