უხვი ნალექის გამო მტკვარზე წარმოქმნილ კუნძულზე მწყემსები და ცხვრები დარჩნენ 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელთან მდინარე მტკვარზე უხვი ნალექის გამო კუნძული წარმოიქმნა. მასზე 6 მწყემსი ცხვართან ერთად ჩარჩა. ადგილზე შესაბამისი მცურავი საშუალებებით იმყოფებიან სამაშველო ბრიგადები.

მიმდინარეობს ადამიანებისა და პირუტყვის უსაფრთხო ადგილზე გამოყვანა. კუნძულზე დარჩენილებს საფრთხე არ ემუქრებათ.