65 + ის, ვინც აიცრა

72 წლის ნური სალაძე დღეს, 30 მარტს "ფაიზერით" აიცრა
"ყოჩაღ მამა! ფაიზერის პირველი დოზა მიღებულია!
P.S. ხვალ ოთხივე აცრილი ძმის ფოტოც იქნება" - წერს "ფეისბუკზე" იურისტი სულხან სალაძე
 

81 წლის, მედეა ჩაგუნავა-ასათიანი. აიცრა 29 მარტს. 

ეს 81 წლის ომარ კაპანაძეა, დღეს ვაქცინის გასაკეთებლად ჭიათურიდან საჩხერეში ჩავიდა.

"გაიცანით გული გახარია, ჩემი ბებო, ის დღეს ასტრაზენეკათი აიცრა. მიბაძეთ ბებოს და თქვენც აიცერით. ისეთი ბედნიერი ვარ ..." - წერს ფეისბუკზე 82 წლის გული გახარიას შვილიშვილი

30 მარტს აიცრა 86 წლის ჯუმბერ ჯიქიაც.

თინა ჯანაშია 77 წლისაა. დღეიდან ისიც აცრილია. 

"დედაც აიცრა AstraZeneca-თი და პირველად ამოვისუნთქეთ პანდეემის დაწყებიდან. სხვათაშორის Pfizer - ის რიგიც უწევდა, მაგრამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და რომელიც პირველი იქნება იმას გავიკეთებო ! ასე რო ყველანი ვაქცინაციაზე, დავასრულოთ პანდემია და დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას"- წერს ფეისბუკზე სოსო მგელაძე

"დღეს თაკო აიცრა და თითქოს გულიდან ლოდიც მომეხსნა. ყველაზე მეტად მაფრთხობდა და მაშინებდა, რომ მას შეიძლება, კოვიდი შეხვედროდა. ასეთი ყოჩაღია - აცრის მერე იქვე გაგვაჩერეს ცოტა ხანი და იქაც ინსტაგრამს სქროლავდა"- წერს 76 წლის თამარ ბაღაშვილის შვილიშვილი ირაკლი კიკნაველიძე

"ავცერი დედაჩემი! ვაშა!" - წერს ლია თოდუა
86 წლის ლალი ფანცხავა აცრისთვის ნუკრიანიდან გურჯაანში ჩავიდა. 

69 წლის ქეთევან ბულისკერიაც დათანხმდა, რომ აცრისას მისთვის ფოტო გადაეღოთ. 

ქეთევანთან ერთად აიცრა მისი 71 წლის მეუღლე როსტომ გამისონიაც

 ნათელა კვაჭანტირეძე 80 წლის - ვაქცინა "ასტრაზენეკა"