გურამ დოჩანაშვილი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

გურამ დოჩანაშვილი

კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსის“ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება ცნობილი ქართველი მწერალი გურამ დოჩანაშვილი. როგორც კლინიკის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ის მძიმე მდგომარეობაშია.

კლინიკაში დეტალების შესახებ საუბრისგან თავს იკავებენ.