კახა კალაძემ კლინიკა დატოვა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბოხუას სახელობის კლინიკა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, თავს კარგად გრძნობს, თუმცა გარკვეული დროის განმავლობაში მკურნალობას სახლში გააგრძელებს.

"მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მგულშემატკივრობდა, ვინც ჩართული იყო ჩემს მკურნალობაში. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, თავს უკეთესად ვგრძნობ, თუმცა გარკვეული დღეების განმავლობაში მკურნალობა სახლში უნდა გავაგრძელო".

თბილისის მერმა, კახა კალაძემ 26 მარტს განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში საჯაროდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩანდა.

პირველადი დიაგნოზით, თბილისის მერს, კახა კალაძეს ვერტებრო-ბაზილარული სინდრომი ჰქონდა, თუმცა, დიაგნოზი არ დაუდასტურდა. დამატებითი კვლევების შემდეგ გაირკვა, რომ მას აქვს არტერიული წნევის არასტაბილობა.