სომხეთში წუხელ 20 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად

სომხეთის დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, წუხელ ქვეყანაში გამოვლინდა კორონავირუსით დაავადების 1025 ახალი შემთხვევა, ხოლო 20 პაციენტი გარდაიცვალა.

განვლილ დღე-ღამეში 626-ით გაიზარდა და ამჟამად 178 277-ს აღწევს საშიში ვირუსისგან განკურნებულ ადამიანთა რაოდენობა.

ეპიდემიის განმავლობაში კორონავირუსისგან სომხეთში სულ გარდაიცვალა 3647 ადამიანი.

სომხეთმა მარტის ბოლოს მიიღო AstraZeneca-ს მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია, რომელიც გათვალისწინებულია მედპერსონალისთვის, 65 წლის და უფრო მეტი ასაკის მოქალაქეებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე, 16-დან 64 წლამდე ასაკის მოქალაქეებისთვის და სოციალური უწყებების მუშაკებისთვის.