ისრაელი საქართველოს 1000 მოქალაქეს დასაქმებას სთავაზობს

საქართველოსა და ისრაელს შორის დადებული შეთანხმებით საქართველოს მოქალაქეები ისრაელში დასაქმებას შეძლებენ. რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყება ვებგვერდზე workabroad.moh.gov.ge.

ისრაელის შრომის ბაზარზე, საქართველოს მოქალაქეებს დროებითი ლეგალური დასაქმება 1 წლით შეეძლებათ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დასაქმება ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზეა შესაძლებელი.

ასევე ნახეთ ვინ და რა პირობებით შეძლებს ისრაელში ლეგალურ დასაქმებას

"ამ ეტაპისთვის შერჩეულია მხოლოდ ორი ქვეყანა, მათ შორის ერთ-ერთი არის საქართველო" - განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში რან გიდორიმ.