ძლიერმა ქარმა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

ძლიერმა ქარმა დააზარალა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის ჭიაურისა და ვარდისუბნის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები. ქარმა სახურავი გადახადა ათამდე საცხოვრებელ სახლს. დაზიანებულია სათბურები და ბოსტნეულის მოსავალი.

ძლიერმა ქარმა ხეები მოგლიჯა მათ შორის, ლაგოდეხის და გურჯაანის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე, სადაც მიმოსვლა რამდენიმე საათის განმავლობაში შეფერხებული იყო. ელექტროგადამცემი ხაზების დაზიანების გამო ცალკეულ სოფლებს ენერგომომარაგება შეუწყდა.

ლაგოდეხის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ მათი წარმომადგენლები სტიქიის ზონაში იმყოფებიან და შექმნილ ვითარებას ადგილზე სწავლობენ.