ლეონიდ ვოლკოვმა გამოაცხადა ალექსეი ნავალნის შტაბების დახურვა ხელისუფლების ზეწოლის გამო

ალექსეი ნავალნი და ლეონიდ ვოლკოვი

ალექსეი ნავალნის თანამოაზრემ, ლეონიდ ვოლკოვმა, 29 აპრილს გამოაცხადა საპატიმროში მყოფი პოლიტიკოსის მიერ დაარსებული რეგიონული შტაბების დახურვის შესახებ.

შექმნილ ვითარებაში, ვოლკოვის თქმით, არსებული სახით შტაბების მუშაობა შეუძლებელია, ვინაიდან დაუყოვნებლად მოხდება ექსტრემიზმის შესახებ სისხლის სამართლის მუხლის გავრცელება ყველა იმ ადამიანზე, ვინც შტაბებში მუშაობს, ან მათთან თანამშრომლობს.

„შეუძლებელია ყოველგვარი რებრენდინგი. თავს ვერ მოვიტყუებთ, თითქოს ახლა ეს სხვა ორგანიზაციაა. სამწუხაროდ, შემქნილ ვითარებაში მუშაობა შეუძლებელია. ჩვენ ოფიციალურად ვშლით ნავალნის შტაბებს“, - აღნიშნა ვოლკოვმა. ამასთან ნავალნის თანამებრძოლმა დასძინა, რომ არსებობს „ათბით ძლიერი რეგიონული მასშტაბის პოლიტიკოსი“, არსებობენ ათასობით მიმდევარი და არაერთი ორგანიზაცია, რომლებიც ჩაატარებენ გამოძიებას და იმუშავებენ არჩევნების, საზოგადოებრივი კამპანიებისა და მიტინგების ორგანიზებაზე.