უხვმა ნალექმა დიდ დიღომში გზები დატბორა

თბილისი, დიდი დიღომი.

თბილისში ძლიერმა წვიმამ დიდ დიღომში საავტომობილო გზების დატბორვა გამოიწვია. უხვი ნალექის გამო წყალმა სოფელ დიღომში კერძო სახლების პირველ სართულებსა და სარდაფებში შეაღწია.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამჟამად ადგილზე მუშაობს 17 სამაშველო ბრიგადა.