3-12 მაისის პერიოდში თბილისში BUS LANE-ებზე მოძრაობა აკრძალული იქნება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების მიუხედავად, თბილისში მუნიციპალური ავტობუსებისთვის განკუთვნილ ზოლებში გადაადგილება აკრძალული იქნება. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თბილისის მერიაში განუცხადეს.

ასევე ნახეთ რა შეზღუდვები მოქმედებს უქმე დღეებში

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-12 მაისს ქვეყნის მასშტაბით ჩერდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. იანვარში დაწესებული მსგავსი შეზღუდვის დროს თბილისის მერიამ გამონაკლისის სახით ამ დღეებში ავტომობილის მძღოლებს საშუალება მისცა BUS LANE-ებზე მოძრაობის.

როცა Bus LANE-ზე მანქანით გადაადგილება ისევ აკრძალულია, წესის დარღვევისთვის ძღოლები ჯარიმდებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად 100 ლარით.