პენტაგონმა დამატებითი სამხედრო ძალა გაგზავნა ავღანეთში კოალიციური ჯარების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად

პენტაგონმა მეტი მძიმე ბობმდამშენი და გამანადგურებელი თვითმფრინავები განათავსა ავღანეთში, ამ ქვეყნიდან აშშ-ისა და კოლაციის სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანის პროცესის მხარდასაჭერად. ამის შესახებ 6 მაისს, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა აშშ-ის თვადაცვის მინისტრმა, ლოიდ ოსტინმა

„კვირაზე ნაკლებია, რაც შემცირება მიმდინარეობს გეგმის თანახმად“, - აღნიშნა ოსტინმა, რომელმაც დასძინა, რომ საერთაშორისო ძალებზე ამ ხნის განმავლობაში პირდაპირი იერიში არ მომხდარა.

აშშ-ის არმის შტაბის უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ აღნიშნა, რომ ავღანეთში კოალიციური ძალების გაყვანის პროცესის უსაფრთხოების მხარდასაჭრელად გაიგზავნა ექვსი ერთეული B-52-ი სტრატეგიული ბომბდამშენი და 12 ერთეული F-18-ის კლასის მოიერიშე თვითმფრინავი.

აშშ-ის არმიის ხელმძღვანელობის ამ განაცხადების ფონია ავღანეთში ბოლო კვირის განმავლობაში გაზრდილი ძალადობის ტალღა. თალიბანი და სხვა ექსტრემისტული ძალები ყოველდღიურად 80-დან 120-მდე თავდასხმას ახორციელებენ ავღანეთის უსაფრთხოების ძალების ობიექტებზე.

6 მაისს დაჯგუფება თალიბანის მებრძოლება ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე წყალსაცავის კაშხალი მას შემდეგ, რაც უფრო ადრე ბრძოლით დაიკავეს ავღანეთის არმიის ორი სამხედრო ობიექტი.


აშშ-მა არ დაიცვა წინა ადმინისტრაციის და თალიბანის შეთანხმების პირობა უცხოეთის ჯარების გაყვანის შესახებ, მაგრამ 1 მაისს დაიწყო ჯარების გაყვანა, რაც, პრეზიდენტ ბაიდენის თანახმად, 11 სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს. ეს გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა და თვლიან, რომ თალიბანი ხელისუფლებას კვლავ ჩაიგდებს ხელში ავღანეთში.